საქართველოში სამი უდიდესი კლდეში ნაკვეთი კომპლექსი არსებობს: უფლისციხე, დავით გარეჯი და ვარძია. ამათგან უძველესი უფლისციხეა.
უფლისციხე მდებარეობს მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ქ.გორიდან 10კმ-ზე. გამოკვეთილია კვერნაქის ქედის
სამხრეთ
ფერდობზე
ადვილად
დასამუშავებელ
ქვიშაქვის
მასივში.
9,5 ჰა-ს ფართობზე.
ლისციხე საქართველოში
ანტიკური
ხანის
ერთადერთი
ძეგლია,
რომელიც
ამჟამად
მიწის
ზემოთაა
შემორჩენილი.
იგი
წარმოადგენს
ანტიკურ
ქალაქას,
რომელიც
კლდეშია
ნაკვეთი
და
აქვს
ქუჩები,
მოედნები,
წყალსაწრეტი
არხები,
სხვადასხვა
ნაგებობები,
ოთხი
კარიბჭე,
მტკვარზე
ჩამავალი
საიდუმლო
გვირაბი,
გალავანი
და
სხვა...
ძვ.წ. II და I ათასწლეულების მიჯნაზე უფლისციხის
მიდამოები
ერთ-ერთ ძლიერ
თემს
არსებული
ბუნებრივი
გამოქვაბულები
საცხოვრებლად
გამოუყენებია.
ძვ.წ.
X-VIსს.-ში უფლისციხე
შიდა
ქართლის
გაბატონებული
თემის
ბელადის
(უფლის)
ციხეა.
როგორც
ჩანს,
სწორედ
ამ
დროს
შეერქვა
მას
უფლისციხე
-‘’უფლის”,
‘’ბელადის’’
ციხექალაქი.
სიტყვა
‘’უფალი’’
უძველესია
და
თავიდანვე
ღმერთს
ნიშნავდა,
მაგრამ
კლასობრივი
საზოგადოების
ჩამოყალიბების
პროცესში
მას
საერო
მნიშვნელობაც
გაუჩნდა.
აქედან
წამოვიდა
მეფე,
მეუფე,
ხელისუფალი.
’’ციხე’’
კი
საცხოვრისის
აღმნიშვნელი
სიტყვა
იყო,
შემდეგ
კი
გამაგრებულ
ადგილს
მიესადაგა.

Комментариев нет:
Отправить комментарий